საგანმანათლებლო ბლოგის რეფლექსია
ჩემ მიერ ბლოგზე ატვირთული რესურსები შეეხება სხვადასხვა თემას, მოცემულია: ჩემი შექმნილი ტეასტის გასააზრებელი დავალებები, გრამატიკული ნაწილი, სამოდელო გაკვეთილის ნიმუში მერვე კლასისთვის, ასევე პროექტის გეგმის ნიმუში, პრაქტიკის კვლევა, ჩემს მიერ მომზადებული საგანმანათლებლო თამაშების ბმულები.
ბლოგის ანალიზის შემდეგ შეიძლება ვთქვა,რომ მნიშვნელოვანია ბლოგზე ატვირთული ჩემი მიგნებები და რეკომენდაციები ონლაინ თამასების გამოყენებისას თანამედროვე სწავლების მეთოდიკა გულისხმობს მოსწავლეების ჩართვას კომუნიკაციაში, ისე რომ თვითონ მოახერხებონ ენის ათვისება, იმისათვის რომ მასწავლებელმა მიაღწიოს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზანს, ერთ-ერთი მეთოდი არის ონლაინ თამაშების გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ მას წინ უნდა უძღოდეს სხვა აქტივობებიც, რომელიც ჩემს კვლევაში არის ნაჩვენები. სკოლის სახელმძღვენელოებსა და რვეულებში მოცემული მასალა რომ გახადოს მასწავლებელმა მრავალფეროვანი, მოსწავლეს აუმაღლდეს მოტივაცია, მოსწავლის დაუკმაყოფილოს ინტერესი ონლაინ თამაშების მიმართ, ასევე წაკითხული ტექსტი გააზრებინოს მარტივად, შეაჯამოს მოსწავლეების ცოდნა და საშინაო დავალებადაც გამოიყენოს ონლაინ თამაშები, ამის საუკეთესო საშუალებაა მასწავლებელმა გამოიყენოს ჩემ მიერ რეკომენდირებული საიტები, რომელსაც უკვე სამი წელია ვიყენებ წარმატებულად ჩემს პრაქტიკაში.
ჩემ მიერ პრაქტიკაში მოცემული საიტები არის მასწავლებლებისთვის ნაკლებად ცნობილი და ვფიქრობ ძალიან ბევრ მასწავლებელს გამოადგება ჩემი გამოცდილება. მათთვის ჩაწერილი საიტების გამოყენების ვიდეოები და ავტვირთე you. tub-ში, ვიდეო ჩანაწერები დაეხმარება მათ დარეგისტრირდნენ და შექმნან მრავალფეროვანი რესურსები.
ჩემი მიგნებაა ეს ორი საიტი, რომელიც მე თვითონ აღმოვაჩინე ძიების პროცესში:
1. cram.com გამოყენების ინსრტუქცია: https://www.youtube.com/watch?v=crTm29jMxYQ
2. quizlet.com გამოყენების ინსტრუქცია
მასწავლებელმა უნდა განუვითაროს მოსწავლეებს21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
მედიაწიგნიერება
● მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
● მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ციფრული წიგნიერება
● ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
● ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
Комментарии
Отправить комментарий